სიახლეები
-
21 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
ჭავჭავაძეზე 70-მილიონიანი პროექტი Hilton Garden Inn - ის მშენებლობა დაიწყო
სამშენებლო კომპანია "რედიქსმა" რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სასტუმრო Hilton Garden Inn-ის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, თავდაპირველად მშენებლობა შეჩერებული იყო მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან სასამართლო დავის გამო, ბოლო ერთი წელი კი ფასადის შეცვლას დასჭირდა.
საუბარია 70 მილიონ ლარიან ინვესტიციაზე, სადაც 165-ნომრიან სასტუმროსთან ერთად საცხოვრებელი ფართიც და ოფისებიც უნდა განთავსდეს.
ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა 12 მარტს დაიწყო და მისი დასრულებია 16 თვეში უნდა მოხდეს, სრულად კომპლექსის კი - 18 თვეში.
პროექტის თანახმად, კომპლექსში განთავსდება ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო. მომხმარებელს მოემსახურება სპაცენტრი და რესტორანი. ზედა სართულზე მოეწყობა საცურაო აუზი.
შეგახსენებთ, პროექტი 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით ითქვა, რომ მისი გახსხნა 2017 წელს მოხდებოდა.ტეგები