მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  მარტი  2018

    სასტუმროებზე ყველაზე მაღალი ფასი მცხეთა–მთიანეთის რეგიონშია

    PMC Reasercher–ის მონაცემებით, თებერვლში საქართველოს მასშტაბით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა. სამ ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი მცხეთა- მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა, საშუალოზე 56%-ით მაღალი.

    4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 198 ლარი შეადგინა.

    ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია, საშუალოზე 52%-ით მაღალი.

    5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 363 ლარი შეადგინა.

    თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 591 ლარი იყო., კახეთში - 297 ლარი, აჭარაში - 207 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 358 ლარი.

    საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვლის თვეში 86 ლარი შეადგენა. თებერვალში ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში დაფიქსირდა.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები