მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ივნისი  2016

    კრწანისის სამთავრობო რეზინდეციის ტერიტორიაზე მაღალი კლასის საცხოვრებელი ზონა შენდება

    კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე (ბრიტანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთის და გერმანიის მომიჯნავე ტერიტორიაზე) საცხოვრებელი კომპლექსი შენდება.

    წლების წინ, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისთვის კრწანისის რეზიდენციაში საუკუნოვანი კარიბჭე გაიხსნა. განსაკუთრებულად შერჩეულმა გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ და უნიკალურმა კლიმატმა ცხოვრების სტილის ახალი სტანდარტი ჩამოაყალიბა. სწორედ ეს გახდა ახალი პოექტის წამოწყების თავდაპირველი მიზეზი. დახურული ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს დეველოპერული კომპანია „ურბან დეველოპმენტი" ახორციელებს. კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი არველაძე „კომერსანტთან" განმარტავს, რომ კრწანისის რეზიდენციის ტერიტორია სპეციალურად იქნა შერჩეული ამ ზონაში არსებული კლიმატური პირობების გამო. მისივე თქმით, პროექტი ინოვაციურია და არქიტექტორებმა ის არსებულ სივრცეს მაქსიმალურად მოარგეს. პროექტი გამოირჩევა მშვიდი და უსაფრთხო გარემოთი, ინტენსიური გამწვანებით, საზაფხულო ფარტების სიუხვით. მოხდა 26 ათასი კვადარტული მეტრის ათვისება, საიდანაც 60% რეკრეაციულ ზონას ეთმობა. არველაძე ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილებით ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარი შენარჩუნდება.

    თანამედროვე ექსტერიერით, კრწანისის რეზიდენცია აერთიანებს შეზღუდული რაოდენობის, განსაკუთრებული დიზაინით შექმნილ ვილებს, ლოფტებს და თაუნჰაუსებს. პროექტი აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიებით და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მშენებლობა ენეგროეფეტური, მაღალი ხარისხის ევროპული მასალებით ხორციელდება. ტერიტორიაზე განლაგებულია გასართობი მოედანი ბავშვებისთვის, სკვერები, სპორტ დარბაზი, საუნა, ყველა ბინაზე გათვალისიწნებულია მინიმუმ ორი ავტოსადგომი. მაცხოვრებლები ისარგებლებენ კონსიერჟეს მომსახურებით, იქნება 24 საათიანი დაცვა, „ჰენდი მენი", მებაღე და დასუფთავების სამსახური. პროექტის დასრულება 2017 წლის მაისშია დაგეგმილი. საცხოვრებელი ფართების გაყიდვა უკვე დაწყებულია და პროექტის ექკლუზიური პარტნიორი გაყიდვების კუთხით უძრავი ქონების საკონსულტაციო საერთშორისო კომპანია „Cushman & Wakefield | Veritas Brown" ია.

    კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის მიმართ მზარდი ინტერესია და დაინტერესება არსებობს როგორც ადგილობრივი, ისევე უცხოელი მომხმარებლის მხრიდან.

    პროექტის არქიტექტორი და კონცეფციის ავტორი უამრავი წარმატებული და გამორჩეული პროექტის ავტორი, საერთაშორისო არქიტექტორული კომპანია "Hanning Larsen Architects"-ია. "ურბან დეველოპმენტის" მმართველი პარტნიორის განცხადებით, მათი მიზანი მრავლის მომცველი წარმატებული პროექტის შექმნა იყო, რომელიც შეუდარებელი და კომფორტული იქნებოდა მომხმარებლისთვის, რაც მისივე მტკიცებით არქიტექტორულმა კომპანიამ წარმატებით განახორციელა.

     


პარტნიორები