სიახლეები
-
თბილისში, ფილარმონიასთან 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო მუზა 2019 წლის ბოლოს გაიხსნება
თბილისში, კოსტავაზე ფილარმონიის გვერდით, ყოფილი სასტუმრო „მუზას“ ტერიტორიაზე ლაშა პაპაშვილი, 4 ვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, 32 ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო „მუზა“ პირველ სტუმარს 2019 წლის ბოლოს მიიღებს.
პაპაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს შენობის ნაწილის დაშლის სამუშაოები, რომლის შემდეგაც უშუალოდ სამშენებლო პროცესი დაიწყება. „ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამიტომ შენობის ნაწილი ინგრევა, ხოლო კოსტავას მხრიდან გარე ფასადი შენარჩუნებული იქნება. ფრთხილად სამუშაოა, რომ არ ჩამოინგრეს.“- განმარტავს პაპაშვილი.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო „მუზას“ რეკონტრუქცია-მშენებლობაზე და მოპირკეთებაზე დააახლოებით 7-8 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თბილისის მერიაში პროექტის შესახებ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ კოსტავას 27-ში, უძრავ ძეგლზე რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტი შეთანხმდა და სანებართვო მოწმობა 2009 წლის 16 მარტსაა გაცემული. ნებართვის ვადის გასვლასთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ გაგრძელდა(2019 წლის თებერვლამდე) ნებართვის ვადა.რატომ მოხდა ობიექტზე 2009 წლიდან ნებარტვის ვადის სამჯერ გაგრძელება, ამაზე პაპაშვილი განმარტავს, რომ წლების განმავლობაში თბილისის მერიაში წითელ ხაზებთან დაკავშირებით პრობლემები იყო. შესაბამისად, მშენებლობის გაჭიანურება ამან განაპირობა.
ტეგები