მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  მარტი  2018

    ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2019 წელს დაიწყებს ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობას. გზის სიგრძე 16 კილომეტრია და გვერდს აუვლის სოფლებს ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს და წნორს.

    გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული დასახლებების შემოვლითი გზის პროექტი 1980-იანი წლების ბოლოს მომზადდა და ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა მიწის ვაკისი და ნაგებობები სერიოზულად დაზიანებულია. ტრასა გადის გურჯაანი-წნორის გაუქმებული სარკინიგზო ხაზის პარალელურად.

    დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, ბაკურციხე-წნორის არსებული გზა ვერ აკმაყოფილებს პარამეტრებს და არ არსებობს მისი გაუმჯობესების შესაძლებლობა სახლების, დამხმარე ნაგებობების, მიწის ნაკვეთების და ა.შ. არსებითი დემონტაჟის გარეშე.

    ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზის ნაწილი იქნება. ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა ბაკურციხე-გურჯაანი-თელავის ახალ გზასაც შეუერთდება.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები