სიახლეები
-
15 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
სასტუმრო სურამი პალასის მშენებლობისთვის 2 მილიონი დაიხარჯება
სასტუმრო სურამი პალასმა კორორტ სურამში სასტუმროს მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაასრულა.
კომპანიის ცნობით, პროექტი 19 მარტს ეკონომიკის სამინისტროს წარედგინება, საჭირო ნებართვის მოსაპოვებლად. ნებართვის მიღების შემდეგ კი, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
პროექტი წიწვოვან ტყეში არსებულ 1246 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე 4 სართულიანი, რკალისებული შენობის აშენებას ითვალისწინებს. ახალ სასტუმროს პროექტში 2 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
შეგახსენებთ, სასტუმრო პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში შენდება.
მიწის გასხვისების აუქციონი მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა. გამარჯვებული 243 "ბიჯის" შემდეგ გამოვლინდა და ქონების საწყისი ფასი თითქმის 9-ჯერ გაიზარდა და 275 000 მიაღწია.ტეგები