სიახლეები
-
15 მარტი 2018თქვენი რეკლამა
ევროკავშირი საქართველოში ახალ 4.5 მილიონიან პროექტს იწყებს
ევროკავშირი საქართვბელოში ინდუსტრიული და სამომხმარებლო არასასურსათო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროექტს იწყებს.
პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია. პროექტი დაიწყო 2018 წლის იანვარში და 24 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
დაძმობილების პროექტის მიზანია, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ინდუსტრიული და სამომხმარებლო არასასურსათო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის, და, აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისა და ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ტექნიკური ბარიერების მოხსნის კუთხით, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.
პროექტი ხელს შეუწყობს სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას, სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას პროდუქტის უსაფრთხოების და ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით, დაწესებულებებს, მომხმარებლებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
„ასეთი დაძმობილების პროექტები აახლოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ადმინისტრაციებსა და საქართველოს სამთავრობო ორგანოებს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით პრაქტიკულ დონეზე. აღნიშნული პროექტი დაეხმარება მთავრობას არამხოლოდ ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის მიღებაში, არამედ ბაზარზე ზედამხედველობის კუთხითაც, ის ხელს შეუწყობს ბაზარზე განთავსებული საფრთხის შემცველი პროდუქტების იდენტიფიცირებასა და მათი გაყიდვებიდან ამოღებას, რითაც დაიცავს ქართველ მომხმარებლებს“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კოოპერაციის უფროსმა ვინსენტ რეიმ.




