სიახლეები
-
14 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
„ცენტრ პოინტის“ პროექტების გადაბარებასთან დაკავშირებით „საკმაოდ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“
სამშენებლო კომპანია მ2-ის ხელმძღვანელის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, „ცენტრ პოინტის“ პროექტების გადაბარებასთან დაკავშირებით „საკმაოდ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“.
„ჩვენ ვმუშაობთ შუამავალ კომპანიასთან, რომელიც დაგვიკავშირდა ამ პრობლემის მოგვარების ინიციატივით, გადასადგმელია გარკვეული ნაბიჯები როგორც შუამავალი კომპანიის, ასევე ცენტრ-პოინტის მხრიდან და ველოდებით ამ ნაბიჯების გადადგმას, რომ გაფორმდეს მათთან ხელშეკრულება“,- აცხადებს ბურდილაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მ2 დაინტერესებულია „ცენტრ პოინტის“ პროექტების გადაბარებით.
„ის კომპანია, რომელიც გადაიბარებს ჩვენს აქტივებს, გადაიბარებს ასევე ჩვენს ვალდებულებებს და იმ ვალდებულებების შესრულება ევალება სამ წელიწადში, რის გარანტიებსაც ეს კომპანია დებს", - აცხადებდა გუკა რჩეულიშვილ bm.ge-სთან ნოემბერში.ტეგები