მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  მარტი  2018

    სამშენებლო კომპანია "მ2" ქავთარაძის ქუჩაზე "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტს ამზადებს

    სამშენებლო კომპანია "მ2" ქავთარაძის ქუჩაზე "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტს ამზადებს და უახლოეს პერიოდში მას მერიაში ნებართვის მისაღებად შეიტანს. საუბარია დაახლოებით 300 საცხოვრებელ ბინაზე.

    სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ბურდილაძე ამბობს, რომ „ხრუშჩოვკების“ მცხოვრებლებს მ2-ის სხვა ახალ საცხოვრებელ სახლში გადასვლას შესთავაზებენ, თავად კი ადგილზე ახალ საცხოვრებელ სახლებს ააშენებენ.



    ბურდილაძის ინფორმაციით, მოსახლეობასთან მოალაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და ეს პროცესი პროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება. სამშენებლო კომპანიის ინფორმაციით, მაქსიმუმ 2 თვეში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

    „ჩვენ გვაქვს საპილოტე პროექტი საბურთალოს რაიონში, ვმუშაობთ ამ პროექტის დასრულებაზე. გვინდა, ხრუშჩოვკების მცხოვრებლებს შევთავაზოთ ჩვენს პროექტში ბინების გადაცვლა. ეს იქნება პირველი ნაბიჯინ იმისკენ, რომ ეს ბინები ჩანაცვლდეს თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი სახლებით.

    საპილოტე პროექტი მოიცავს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ობიექტებს. საუბარია 300 ბინაზე. რა თქმა უნდა, 300-ვე ჩვენ ვერ გავცვლით ხრუშჩჩვკებზე. საუბარია დაახლოებით ბინების ერთი-მესამედის გაცვლაზე ხრუშჩოოვკებზე. ეს პროცესი ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდება და ახალაშენებულ ბინებში შევთავაზებთ სხვა ხრუშჩოვკების მცხოვრებლებს“,- აცხადებს ირაკლი ბურდილაძე.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები