მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  მარტი  2018

    ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კონცეფციაზე გერმანელი სპეციალისტები მუშაობენ

    ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „კომერსანტს“ ფონდი „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა განუცხადა. მისი განმარტებით, უკვე მიმდინარეობს ქვაბულის მოწყობის სამუშაოები.


    მისი თქმით, გერმანულ მხარესთან მიმდინარეობს შეხვედრები აკადემიურ პროგრამებთან დაკავშირებით. ასევე მიდის მუშაობა გენერალურ გეგმაზე და უნივერსიტეტის კონცეფციაზე, რომელზეც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ამზადებს.


    როგორც ცაგარელი აღნიშნავს, მას შემდეგ რაც გერმანული მხარე ტექნოლოგიური უნივირესიტეტის კონცეფციას დადებს, მისი ასახვა მოხდება არქიტექტურაში და მშენებლობაც აქტიურ ფაზაში შევა. მისი ვარაუდით, უშუალოდ, სამშენებლო პროცესი აპრილ-მაისში დაიწყება.


    ფონდი „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პირველი ფაზის მშენებლობაზე, რომელიც მოსამზადებელი სამუშოებს გულისხმობს, სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. ყოველი მომდევნო ეტაპის დაწყება კი ახალი ნებართვის აღებას მოითხოვს.

    როგორც ცნობილია, ქუთაისში ტექნოლოგიური უნივესრიტეტის მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში უნდა დაწყებულიყო. კითხვაზე, კონკრეტულად რის გამო გაჭიანურდა მშენებლობა, ცაგარელი გვპასუხობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ეს გაჭიანურება კი არა, რთული სამშენებლო პროცესის მიმდინარეობა იყო.


    „მიმდინარეობდა განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება კანონით მოთხოვნილი წესით. შემდეგ მიდიოდა ამის დამტკიცება ყველა ინსტანციის გავლით. ეს ყველაფერი 9 თვიან ციკლს მოიცავდა. ამის პარარელურად, გერმანელ კოლეგებთან ერთად მიდიოდა კომუნიკაცია იმასთან დაკავშრებით, თუ ჩვენს მიერ მომზადბეული განაშენიანების რეგულირების გეგმა როგორ მოვიდოდა სინქრონიაზციაში მათ გენერალურ გეგმასთან და პროგრამებთან“-აცხადებს ცაგარელი.

    მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.


    იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.


    პროექტზე 500 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე 6-7 უნივერსიტეტის კორპუსი (სასწავლო შენობა, ადმინისტრაციული შენობა და სასტუმრო) აშენდება.კორპუსები 3-5 ხუთსართულიანები და სხვადასხვა ზომის იქნება.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები