მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  მარტი  2018

    რუსთავში 20 უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა

    რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 20 უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. როგორც სამსახურში განაცხადეს, აქედან 8 პიზიკური პირის მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედდა. მოქალაქეები უკანონო მშენებლობისთვის 3 000 ლარით დაჯარიმდნენ. მათივე ინფორმაციით 7 მათგანს კი გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად განეხორციელებინათ. დანარჩენი საქმეები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს

    შეგახსენებთ,რომ რუსთავში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა 3 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს და შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.

    რუსთავში უკანონო მშენებლობის 20 ფაქტი 2017 წელს გამოვლინდა. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, ამ ეტაპზე არცერთი უნებართვო მშენებლობის ფაქტი არ გამოვლენილა.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები