მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ივნისი  2016

    დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება

    დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის განვითარება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც ცნობილია, პროექტს, 2016 წლის აპრილიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარია. სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

    დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ეს ტურისტებისთვის ხელისშემშლელი არ იქნება - ყველას შეუძლია კომპლექსში მისვლა და მონახულება. მათი თქმით, სამუშაოები ტურისტულ სეზონს არანაირად არ კვეთს .

    „ხელისშეშლა არ იქნება, რადგან უშუალოდ, მონასტრის რეაბილიტაცია არ ხორციელდება და ხდება მხოლოდ კომპლექსის გარეთ არსებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ადრე, დავით გარეჯში ჩასულ ტურისტს არ ჰქონდა საშუალება დახვედროდა მოწესრიგებული სველი წერტილები, სუვენირების მაღაზია, პატარა კაფეტერია. დღეს ეს ყველაფერი კეთდება მონასტრის გარეთ. რაც შეეხება მონასტრის შიგნით რეაბილიტაციას, აქ საუბარია ბერების კელიებზე, სადაც შესვლა ისედაც არცერთ ტურიტს არ შეეძლო,"-აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

    პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სამონასტრო კომპლექსში დაზიანებული სამი კედლის რეაბილიტაციაც. პროექტის დაწყების დროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ პროექტი რამდენიმე პირობას ითვალისწინებს. კერძოდ, სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციის და ელექტრომომარაგების ქსელის, ვიზიტოროთა ცენტრის და ავტოსადგომის მოწყობას.

     


პარტნიორები