სიახლეები
-
12 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
THouse.ge ის პარტნიორობით ტარდება ორ დღიანი ტრენინგი: სახანძრო უსაფრთხოება რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე
THouse.Ge ის პარტნიორობით: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან(ILO) ერთად ჩაატარებს 2 დღიან ტრეინინგს:
,,სახანძრო უსაფრთხოება რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე"
ტრენინგის მიზანი:
სატრენინგო პროგრამის მიზანია კომპანიებისთვის საწარმოში არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა, ასევე სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად მისი სიდიდისა. ასეთი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შედეგებმა. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და სწავლების მიზანია უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და კომპანიის ქონების დაცვა.ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და საევაკუაციო სქემების შემუშავება. რაც შეეხება რისკების შეფასების მიმართულებას, მის მიზანს წარმოადგენს საწარმოში/ ორგანიზაციაში სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლა. პროგრამა პრაქტიკული გამოყენებისაა და ასეთი სისტემის დანერგვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობებისთანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვა, საშუალებას იძლევა არა მხოლოდპერსონალის უსაფრთხოებისგარანტიებს, არამედ ხელს უწყობს კომპანიის შემოსავლებისზრდას კერძოდ:იზრდება შრომის პროდუქტიულობა;
მცირდება მოცდენები და გაცდენები;
იზრდება შრომის მოტივაცია;
მცირდება ტექნიკური საშუალებების დაზიანებები და მათ
აღდგენაზე დანახარჯები;
და მრავალი სხვა ფაქტორები.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფები:
სატრენინგო პროგრამა განკუთვნილია საწარმოში/ორგანიზაციაში კომპანიის ტექნიკური მენეჯერებისთვის და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისთვის.
კომბინირებული ორდრიანი ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოება რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე 23-24.03.2018თემატიკა:
საწარმოო სანიტარია და ჰიგიენა;
ელექტრო უსაფრთხოება;
სახანძრო უსაფრთხოება;
შრომის უსაფრთხოების ზოგადი პირობები;
შრომის პირობები;
პროფესიული რისკების მართვა.
ინდივიდუალური და კოლექტიური დამცავი საშუალებები და სხვა.
რას წარმოადგენს რისკების შეფასება;
რისკების კარგად ჩატარებული შეფასების ნიშნები;
დამსაქმებლის ვალდებულება;
რისკების შეფასება და შრომის დაცვის სამუშაო გეგმა;
რისკების შეფასების მომზადება და დაგეგმვა;
საწყისი მონაცემები და სწავლება;
ობიექტების შერჩევა შეფასებისთვის;
ინფორმაციის მიწოდება;
საფრთხეების გამოვლენა;
რისკების შეფასება;
რისკის სიდიდის განსაზღვრა;
რისკის მნიშვნელობის შეფასება;
ღონისძიებების შერჩევა;
დაკვირვება და უკუკავშირი;
სამუშაო ინსტრუმენტები;
საფრთხეების ფაქტორები;
ასევე, ტრეინინგის დროს განხილული იქნება ყველა ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც
დღე მოქმედებაშია და რომლის საფუძველზეც განხორციელდება შრომის პირობების მონიტორინგი.
ტრენერი:
ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის)
სერტიფიცირებული ტრენერი: ბ-ნი დავით ჩიჯავაძე.
ფასები და პირობები:
ტრენინგის ღირებულება ერთ მონაწილეზე შეადგენს
ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის - 220 ლარს.
არაწევრი კოპანიებისთვის-300 ლარს.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
კომბინირებული ორდრიანი ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოება
რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე
23-24.03.2018
ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:
ტრენინგი არის ორდღიანი და ჩატარდება
23-24.03.2018 (09:45 - 17:00)
მისამართი: ა. ბელიაშვილის N106, მიონის ბიზნეს ცენტრი, III სართული (საქართველოს
დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი)
საკონტაქო პირი:
ნინი გელაშვილი, მობ: 597 18 66 44 ელ-ფოსტა: office@employer.ge, info@employer.ge