სიახლეები
-
09 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
დაბა ჟინვალში 6კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 6კმ-იანი მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში მდებარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია გააჩნია. ამ გზით როგორც ადილობრივი, ასევე საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება, რის გამოც აღნიშნულ გზაზე მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად გაიზარდა.
სამუშაოების ტემპებს და ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას. ასევე, ახალი წყალგამტარი მილების, გაბიონების, საყრდენი კედლების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობას. ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად მოხდება გზის შემოფარგვლა და რეაბილიტირებული მონაკვეთი ახალი საგზაო ნიშნებით აღიჭურვება.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 6 336 902 ლარია. სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და 2018 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.ტეგები