სიახლეები
-
08 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
BTK-ს საქართველოს მონაკვეთზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ახალქალაქი-ყარწახის მონაკვეთზე ახალი ინფრასტრუქტურა აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია “აზერბაიჯანის რკინიგზის” განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Trend–ის ინფორმაციით, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით შეხვედრა თბილისში გაიმართა, სადაც მონაწილეობას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი შახინ მუსტაფაევი ესწრებოდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე მარაბდა თურქეთის საზღვრამდე არსებული სარკინიგზო ლიანდაგის აღდგენისა და რეკონსტრუქციის საკითხი განიხილეს. იმსჯელეს ამ პროექტის 2018 წლის ბიუჯეტზე და დაგეგმეს გზის მიმდებარედ ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა. მხარეება პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშეს, რომ რკინისგზის ამოქმედება ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას გაზრდის.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა აზერბაიჯანის-საქართველოს-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. საწყის ეტაპზე 6.5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა და ერთი მილიონი მგზავრის გადაყვანა იგეგმება.ტეგები