სიახლეები
-
პროექტი ORBI Twin Tower მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს
"ოსკარი უძრავი ქონების სფეროში" - ასე უწოდებენ FIABCI-ს - უძრავი ქონების საერთაშირისო ფედერაციის ყოველწიური კონკურსის მთავარ ჯილდოს Prix d'Excellence, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ საუკეთესოები იღებენ. სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებულია „ორბი ჯგუფი“, რომლის პროექტი ORBI Twin Tower, მსოფლიოში საუკეთესო საინვესტიციო პროექტად იქნა აღიარებული.
მსოლფიოს 40 ქვეყნიდან დაკომპლექტებულმა ყველაზე კომპეტენტურმა და საერთაშორისო დონის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა 70 წევრიანმა ჟიურიმ, „ორბი თვინ თაუერი“ საინვესტიციო კუთხით მსოფლიოში 2016 წლის საუკეთესო პროექტად აღიარა.
ფიაბსის პრიზ ექსელენსის მფლობელები, სხვადასხვა დროში გახდნენ ისეთი პროექტები, როგორიცაა-ტრამპ-თაუერი ნიუ იორკში, გუგენჰეიმის მუზეუმიბილბაოში - ესპანეთი, პეტრონასის თაუერი კუალა-ლუმპურში - მალაიზია, პარიზის დისნეი ლენდი, მილენიუმ პარკი ჩიკაგოში და ბევრი სხვა ცნობილი არქიტეტურული და უძრავი ქონების წარმატებული პროექტი.
ფიაბსის უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია, პარიზში, 1948 წელს ევროპის, ამერიკის წამყვანმა დეველოპერებმა და უძრავი ქონების სპეციალისტებმა დააფუძნეს და პირველი ინტერნაციონალური კონგრესი გამართეს. წლების განმავლობაში, ფიაბსის რიგებს მსოფლიოს 40 ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერი კომპანია შეურთდა. ორგანიზაციის ყოველწლიური კონგრესი უძრავი ქონების სფეროში, ყველაზე მთავარი მოვლენაა. 1954 წელს, FIABCI-ს მიენიჭა გაეროს სოციალურ-ეკონომიკურ საბჭოს (ECOSOC), ოფიციალური კონსულტანტის სტატუსი. ეს ერთადერთი ორგანიზაციაა უძრავი ქონების სფეროში, რომელიც გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოდიოდა. უფრო ვრცლად "ორბი ჯგუფის" მიერ მიღებულ პრიზზე და მის მნიშვნელობაზე იხილეთ რეპორტაჟში პანამიდან.