მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  მარტი  2018

    "ბათუმის ე.წ. "არატურისტულ“ უბნებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა"

    სანაპირო ზოლისგან მოშორებით მცხოვრები ბათუმელები ქალაქის ტურისტული პოტენციალით ვერ სარგებლოენ. ამ მიზეზით ბათუმში ტურისტული პოტენციალის კვლევა ჩატარდება. ქალაქის მუნიციპალიტეტში მიაჩნიათ, რომ ვიზიტორების ყურადღების მიქცევა არა მხოლოდ შავი ზღვით და სანაპირო ზოლით, არამედ ისტორიული უბნების მრავალფეროვნებითაც შეიძლება.

     



    „ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურა კონცენტრირებულია ქალაქის ზღვისპირა ნაწილში, რის გამოც ერთის მხრივ, სხვა უბნების მოსახლეობა ვიზიტორებიდან მიღებულ სარგებელს სრულად ვერ ნახულობს და მეორეს მხრივ, ეს უბნები შესაბამისად განვითარების შესაძლებლობებს მოკლებულია. ამასთანავე, ტურისტების გარკვეულ ნაწილში კონცენტრაცია იწვევს სატრანსპორტო და კომუნალურ პრობლემებს და ხშირად მოსახლეობისა თუ ვიზიტორების უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ბათუმის მერია აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან კოორდინაციით განახორციელებს ქალაქის ტურისტული პოტენციალის კვლევას ახალი შესაძლებლობების გამოვლენისა და მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ტურისტული პოტენციალის კვლევის საფუძველზე დაიგეგმება და განხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ მხვრივ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბათუმის ე.წ. „არატურისტულ“ უბნებს.“- ნათქვამია ბათუმის განვითარების 2018-2021 წლების სტრატეგიაში.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები