მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  მარტი  2018

    ბათუმი თაუერის აპარტამენტებში 1 კვ.მეტრის ფასი $2000-იდან დაიწყება

    ბათუმი თაუერი ექსპლუატაციაში მომავალი წლისთვის შევა.

    შენობის მფლობელი კომპანია „რედ -კოს“ ინფორმაციით, ამჟამად ფასადის სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ცათამბჯენის გვერდით ახალი შენობა შენდება.

    გეგმის მიხედვით, ფასადის სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მის პარალელურად მიდის შიდა სამშენებლო და ტიხრების სამუშაოები. საერთო ჯამში კომპანიაში იმედოვნებენ, რომ პროექტი ექსპლუატაციაში მომდევნო წლისთვის შევა.

    კომპანიაში განმარტავენ, რომ შენობა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აშენდა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის იყო გათვლილი, არ აკმაყოფილებდა სასტუმროსათვის განსაზღვრულ სტანდარტებს.



    „არ იყო დაცული არანაირი უსაფრთხოების ნორმა. შენობა ვიწროა, აქვს მხოლოდ ერთი კიბე და ლიფტი და არ გააჩნია საევაკუაციო კიბე, მისი გადაკეთება კი შეუძლებელია“ - აღნიშნავენ კომპანიაში.

    მათივე განცხადებით, სწორედ ამიტომ შენობის გვერდით Le Meridien-ის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტი გადაკეთდა და გვერდით ახალი შენობის მშენებლობა დაიწყეს. არსებული შენობის მხოლოდ პირველი 3 სართული იქნება გამოყენებული Le Meridien-ის სასტუმროსთვის, მისი მეორე მხარე გამოყენებული იქნება კაზინოსთვის, ხოლო მაღალ სართულებზე განთავსდება რამდენიმე რესტორანი, რომელსაც სავარაუდოდ თავად „რედკო“ მართავს და მასთან ერთად მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, რომელიც ასევე „რედკო მენეჯმენტ გრუფის“ მართვაში დარჩება.



    მათი ინფორმაციით, რთულია მაღალი კლასის სასტუმროს სტანდარტის დაკმაყოფილება, რადგან მაგალითად არსებული LeMeridien-ის შენობის ნაწილზე ჯამური შენობის მთლიანი მოწყობით, კვადრატული მეტრის ღირებულება $150-200 ათასი დოლარია, ეს კი დიდი ინვესტიციაა, ნაწილი თანხის კომპანიას მობილიზებული აქვს, ნაწილის მოზიდვაზე კი მუშაობს. წარმომადგენელი ფიქრობს, რომ აპარტამენტებში კვადრატული მეტრის ფასი სავარაუდოდ $2000-იდან დაიწყება, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არც ფასი არაა და არც კონკრეტული თარიღი, თუ როდიდან დაიწყება გაყიდვები.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები