სიახლეები
-
06 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
ბათუმში სასტუმრო „Cubic Tower“ 2019 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება
ბათუმში „კუბ თაუერი“ დაახლოებით 2019 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება. სასტუმროს მშენებელი კომპანია „ადოგ ჯორჯიაა“ , რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანელი ბიზნესმენია. თაუერში სასტუმროების საერთაშორისო ოპერატორი „სვისბელი“ უნდა შევიდეს. საქართველოში კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ ძოძუაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი თვენახევარში დასრულდება.
მისი განცხადებით, თავდაპირველად დაანონსებული იყო სასტუმროს 2018 წლის განმავლობაში გახსნა, თუმცა, მშენებლობის პროცესში გარკვეული შეფერხებების გამო რამდენიმე თვით გადაიდო.
„პრობლემა შექმნა ბათუმში, ზაფხულის საკურორტო სეზონმა, რადგან ამ დროს სამშენებლო მასალების შემოტანას ვერიდებოდით“-აცხადებს ძოძუაშვილი.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „კუბ თაუერი“ 30-სართულიანი სასტუმრო იქნება, სადაც 180 ნომერი განთავსდება. საინვესტიციო ღირებულება 30-35 მილიონი დოლარია. ძოძუაშვილი აცხადებს, რომ ინვესტორი კომპანია საქართველოში, მათ შორის თბილისში სხვა პროექტების განხორციელებითაც არის დაინტერესებული. თუმცა, ძოძუაშვილი ამ დროისთვის კონკრეტიკაზე არ საუბრობს.„ადოგი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამშენებლო კომპანიაა, ფილიალები აქვთ ამერიკაშიც, გერმანიაშიც, ბაქოში კი ცენტრალური ოფისი მდებარეობს, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყება“ - აცხადებდა 2017 წლის ოქტომბერში ძოძუაშვილი.
„სვისბელი“ კი 1987 წელსაა დაფუძნებული. სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებაროებს. ამჟამად ბრენდის ქვეშ 50-ზე მეტი სასტუმრო ერთიანდება. სასტუმროები ძირითადად აზიის რეგიონშია.
ტეგები