სიახლეები
-
თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
თბილისის მთაწმინდის რაიონში, თარხნიშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაო 2300 კვ.მ. ფართობზე ჩატარდა – დაიგო ასფალტის ახალი საფარი და კეთილმოეწყო ტროტუარები.
თარხნიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 84 ათას 700 ლარი გამოყო. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.
გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.ტეგები