მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  მარტი  2018

    ბათუმში ახალი ყინულის არენა შენდება ( +ვიდეო )

    ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია 287 ხიმინჯის მოწყობა. ამ ეტაპზე საძირკვლის არმირების სამუშაოები ხორციელდება.
    ►მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული.
    ►სამუშაო პროცესს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გაეცნო.
    ►მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ მიაწოდა.
    ►ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს "სტადიონი" ახორციელებს.
    ►ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული
    ►დახურულ სპორტული კომპლექსში - ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება.
    ►ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა - 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა.
    ►ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები