მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  მარტი  2018

    ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ადრეული სახმელეთო სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს

    ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ადრეული სახმელეთო სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს.

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ცნობით, ამ დროისათვის უკვე აღებულია ჰუმუსოვანი ფენის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაიწყო არხის მშენებლობაც.



    "მინდა მადლობა ვუთხრა კონსორციუმისა და "კომპანია ბლექ სი გრუპის" გუნდებს, რომლებიც მაღალი ხარისხით, მაღალ ტემპში, თავდაუზოგავად აგრძელებენ მუშაობას იმისათვის რომ ყველა ეტაპი დათქმულ ვადებში და კიდევ უფრო სწრაფად დასრულდეს. ჩვენ 2020-ში ვაპირებთ პორტის გახსნას და პირველი პანამაქსის და პოსტპანამაქსის გემების მიღებას“,- აცხადებს პორტის ერთ-ერთი ინვესტორი მამუკა ხაზარაძე.



    კომპანია პორტის ფსკერის დაღრმავებას ზაფხულში დაიწყებს. პირველი ეტაპის ფარგლებში 5 მლნ კუბური მეტრი მასალის რეკლამაცია მოხდება.

    პარალელურად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ადგილობრივი მოქალაქეების გადამზადებასაც იწყებს.

    კომპანია მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით, ანაკლიის მეზობელი სოფლების მოსახლეობას (ასაკი - 17 წელი და ზემოთ) ინგლისური ენის უფასო კურსებზე იწვევს. სწავლება 20 მარტს დაიწყება და 12 კვირას გაგრძელდება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები