მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  მარტი  2018

    ბათუმში ორი ახალი სასტუმრო „გლორია“ და „მეგა პალასი“ გაიხსნება

    როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის კოორდინატორმა მერი ემირიძემ „კომერსანტს“ განუცხადა ზაფხულის სეზონისთვის სერვისის გაუმჯობესების კუთხით რამენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ, გაზაფხულის ბოლოს უკვე დასრულდება ორი მნიშვნელოვანი ობიექტი ბათუმში. ესენია სასტუმრო „გლორია“ და „მეგა პალასი“. რაც შეეხება უშალოდ დეპარტემენტის ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობას, როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, ეს რეგიონის რეკლამირებაა.




    „ბიუჯეტის 70 % იხარჯება რეგიონის რეკლამირებაზე, ამიტომ ჩვენ თექვსმეტ საერთაშორისო სამიტზე ვახორციელებთ აჭარის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი. რაც შეეხება უშუალოდ სერვისის გაუმჯობესებას, გვაქვს რამედენიმე პროექტი. ერთ-ერთია ტურიზმის განვითარების სკოლა, რომელიც შარშან ამოქმედდა და წელს დაემატა სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ტრეინინგი. გარდა ამისა ვგეგმავთ ენის შემსწავლელი კურსების ჩატარებას. სწავლება დაიწყება ხულოდან, სადაც საოჯახო სასტუმროების მფლობელები საკომუნიკაციო ენას- ინგლისურს შეისწავლიან. ამასთან გვექნება ინფო-ტურებიც უშუალოს ტურისტული სააგენტოებისთვის“,-აღნიშნავს ემირიძე.


    როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი ტრეინინგის ფარგლებში მოხდება გიდების გადამზადებაც და კიდევ ერთი სიახლე, რაც წელს აჭარაში ჩასულ დამსვენებლს დახვდება, ეს ახალი ტურისტული მარშუტების მარკირებაა, რომლის საშუალებითაც ყველა ტურისტული სერვისი ერთად იქნება მობილიზებული.

    „წელს ტურისტულ მარშუტებს დაემატება რამდენიმე მიმართულება. ესენია: „ფირუხი-გოდერძი -ხიხანისა“ და „გოდერძი-მწვანე ტბა-შავი ტბა-დანისპარაულის“ წრიული მარშუტის მარკირება. ასევე „ხულო-თაგო-ხავთის“ საფეხმავლო მარშუტი.


    „ახალი წრიული მარშუტები ტურისტისთვის იქნება კომოფრტული, რადგან წინასწარ ეცოდინება სად მიდის და რას გაივლის. მას შეეძლება 3-4 დღიანი ტური დაგეგმოს ორგანიზებულად. რაც შეეხება ძველ სამარშუტო მარკირებას, მას დაემატება ყველანაირი სიახლე. მათ შორის ახალი საოჯახო სასტუმროს შესახებ ინფორმაციაც. მსგავისი პროექტებით, საერთო ჯამში, გვსურს სერვისი გავაუმჯობესოთ“,- აღნიშნავს მერი ემირიძე.
     

     

     

     




პარტნიორები