მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  მარტი  2018

    ძველ თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყო

    ​თბილისის მერმა კახა კალაძემ მერობის 100 დღის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საზოგადოებას ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები დეტალურად გააცნო და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
    კახა კალაძის განცხადებით, ძველ თბილისში დაიწყო მასშტაბური პროექტების განხორციელება. მათ შორის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.


    ​თბილისის მერის თქმით, პროექტებზე საერთო ჯამში 102 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია კი, მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება.


    „ძველი თბილისის რეაბილიტაცია ჩემს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით დაახლოებით, 500 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.


    ​თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ასევე, ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე და განაცხადა, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება.
    მისივე განცხადებით, ხარისხის კონტროლი პროექტის დასაწყისიდანვე განხორციელდება და ექსპერტიზის ჩატარება პროექტის დასრულების შემდეგ სავალდებულო იქნება.
    „რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ განვითარებაზე, წინსვლაზე, აღმშენებლობაზე, ეს ყველაფერი ხარისხიანად თუ არ შესრულდა, მერწმუნეთ, კაპიკი ექნება იმ პროექტებს ფასი, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. შესაბამისად, ამ მიმართულებით მიდგომებს ყველა დონეზე ვამკაცრებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
    ​თბილისის მერის თქმით, გამკაცრდება რეგულაციები სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.


    „ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გვაქვს, როდესაც მშენებლობებზე ადამიანები იღუპებიან, რასაც ვერ შევეგუებით. შესაბამისად, ვამკაცრებთ რეგულაციებს, რათა მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ და პარლამენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები