მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  მარტი  2018

    თბილისის გენგეგმის შესწორებული ვარიანტი მერიაში უკვე შევიდა

    თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა მერიაში გენგეგმის შესწორებული ვარიანტი 26 თებერვალს შეიტანა. ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ „კომერსანტს“ განუცხადა.


    მისი განმარტებით, მერია გეგმაში არსებული რამდენიმე მომენტის დეტალიზებას ითხოვდა, რაც შესწორებულ ვარიანტში გათვალისწინებულ იქნა. „რა კითხვებიც ჰქონდათ დავაზუსტეთ და დავასაბუთეთ“-აცხადებს სალუქვაძე.


    „კომერსანტის“ კითხვაზე, კონკრეტულად რა მომენტი ითხოვდა დასაბუთებას, გენგეგმის თანაავტორი აცხადებს, რომ ეს საკმაოდ ტექნიკური საკითხია. თუმცა, აღნიშნავს, რომ დასაბუთებას ზონებთან დაკავშირებით შესული ცვლილება ითხოვდა.


    სალუქვაძე აცხადებს, რომ გენგეგმას მერიის არქიტექტურის სამსახური განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს. „მთავარია ყველაფერი ობიექტურად ჩატარდეს“-აცხადებს სალუქვაძე.

    შესაძლებელია თუ არა თბილისის მერიის მხრიდან გენგეგმის ისევ უკან დაბრუნება, სალუქვაძე აცხადებს, რომ ეს შესაძლოა შვიდი წლის განმავლობაში მოხდეს. „ ამოუწურავი თემაა. თუ ისევ რამის დაზუსტებას გვთხოვენ, მაშინ ჯობს სხვა მეთოდი გამოვიგონოთ. ან სასწავლო კურსები მოვაწყოთ“-აცხადებს სალუქვაძე.


    რაც შეეხება იმას,თუ რამდენ ხანში განიხილავს თბილისის მერია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას და რამდენ ხანში დადებს დასკვნას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები არიან ჩართულნი. „ შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ყველა შემთხვევაში, მათ მერიასთან ერთად ერთობლივად უნდა მოამზადონ დასკვნა. ჯერ მუშა პროფესია და დასკვნა სავარაუდოდ 2 კვირაში დაიდება“-აცხადებენ თბილისის მერიაში.


    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო.


    პირობის თანახმად, გენგეგმის ჯგუფს თანხა ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, ტრანშებად უნდა გადარიცხვოდა. დასრულებული გეგმა კი ქალაქის ჯერ კიდევ ძველ მთავრობას აპრილში უნდა დაემტკიცებინა. თუმცა, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა.


    2017 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი გარკვეული სახის ხარვეზების აღმოჩენის გამო ორჯერ დააჯარიმა. პირველად 5 600-ლარიანი ჯარიმა დაერიცხა, ხოლო მეორედ თანხის ოდენობამ 140 ათასი ლარი შეადგინა.

     

     

     


     

    ტეგები


პარტნიორები