მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  ივნისი  2016

    შაორის ტბაზე სასტუმრო ბიზნესის განვითარებით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული

    რაჭის გუბერნატორის განცხადებით, რაჭა საკმაოდ პერსპექტიული რეგიონია სასტუმრო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით. როგორც პაპუნა მარგველიძე "ბიზნესკონტაქტთან’’ აცხადებს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები გეგმავენ შაორზე სასტუმროების კომპლექსი განავითარონ. ამ დროისთვის შაორზე უკვე მიმდინარეობს ადგილობრივი ინვესტიციით 21 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც მომავალი წლისთვის დასრულდება. პროექტზე ადგილობრივი ბიზნესმენი 2 მილიონ ლარამდე დახარჯავს, რაშიც მოიაზრება ასევე კოტეჯების დამატებაც. როგორც პაპუნა მარგველიძე განმარტავს, შაორზე სასტუმრო ბიზნესის განვითარებით ასევე ,,თი ბი სი ჯგუფი" და არაბი ინვესტორები არიან დაინტერესებული, რომლებიც შაორზე საკმაოდ დიდი მცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. სასტუმროების გარდა საუბარია შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების, საცხენოსნო კლუბის, გოლფის მოედნის და სხვა გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

    რაჭის გუბერნატორის თქმით, შაორს ტბაზე არსებული თითქმის ყველა სახის კომუნიკაცია მოწესრიგდა.

    "შაორის ტბაზე იყო გზისა და ელექტროენერგიის პრობლემა, რაც უკვე მოგვარდა. გამოვიყვანეთ წყლის სისტემაც. მზად ვართ შესაბამისი წინადადების არსებობის შემთხვევაში მოვაწესრიგოთ გზაც. ასევე ჩვენ უკვე დავიწყეთ 15 კილომეტრინი გზის მშენებებლობა შოვის მიმართულებით. ასევე მომავალი წლიდან დაიწყება საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას’’-აცხადებს რაჭის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე.

     

     

     


პარტნიორები