მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  თებერვალი  2018

    „ალიანს ჯგუფმა“ RCI - თან ხელშეკრულება გააფორმა ( +ვიდეო )

    „ალიანს ჯგუფის“ ინფორმაციით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არის საქართველოში ტურიზმის განვითარების კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც სრულიად შეცვლის ჩვენს ქვეყანაში დასვენების ინდუსტრიისადმი დამოკიდებულებას.

    „ალიანს ჯგუფის“ გენერალური დირექტორისა და თანადამფუძნებლის აკაკი სონგულიას განცხადებით, „ალიანს ჯგუფის“ აპარტამენტის შეძენისას, რამდენიმე წელში მისი გაქირავების საშუალებით, რომელსაც საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია გააკონტროლებს, შესაძლებელია თანხის დაბრუნება. ასევე, RCI-სთან შეთანხმების მიხედვით, თუ მომხმარებელს არ სურს დროის კონკრეტულ პერიოდში აპარტამენტში დასვენება, ან აპარტამენტის გაქირავება, ამ დროის სანაცვლოდ შეუძლია მსოფლიოს 4000 კურორტიდან ნებისმიერზე დაისვენოს.

    „RCI-სთან ახალი პარტნიორული შეთანხმების მიხედვით, შეგვიძლია ჩვენს მყიდველებს შევთავაზოთ „ალიანს პრივილიჯ ქლაბის“ წევრობა. ეს გულისხმობს, იმას, რომ როცა კონკრეტულ პერიოდში არ გინდათ თქვენი სასტუმროს აპარტამენტის გაქირავება იმ დროის სანაცვლოდ შეგიძლიათ დაისვენოთ მსოფლიოს 120 ქვეყანაში არსებულ 4 000-ზე მეტ კურორტზე. ესაა გლობალური ქსელი, ინტერნეტ პორტალი, სადაც შეგყავთ თქვენი აპარტამენტის შესახებ ინფორმაცია. სეზონისა და ლოკაციის მიხედვით, შეგიძლიათ მსოფლიოში ყველაზე ფეშენებელურ ადგილას დაისვენოთ და ამავდროულად ყველაზე კარგ დროს. ანუ საზღვაო კურორტზე დაისვენოთ ზაფხულის პერიოდში და სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის პერიოდში, ისე რომ ამისთვის მოგიწიოთ მხოლოდ მცირედი თანხის გადახდა, რა თქმა უნდა, მგზავრობას არ ვგულისხმობ“, - განაცხადა აკაკი სონგულიამ.

    მისივე თქმით, ბათუმში მდებარე „ალიანს პალასს“ RCI-ის ქულებში უმაღლესი შეფასება აქვს.



    როგორც „ალიანსის დასვენების კლუბის“ დამფუძნებელმა თემურ ბიწაძემ აღნიშნა, RCI-ში გაწევრიანებულია 4 000 000-ზე მეტი წევრი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობისთვის. 

     

    „ალიანს ჯგუფმა“ RCI-სთან გააფორმა ხელშეკრულება, RCI აპარტამენტების გაცვლის სისტემაში მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კომპანიის ჩვენი „ალიანს ჯგუფის“ აპარტამენტების მფლობელებისთვის ასევე ზოგადად საქართველოს ტურიზმისთვისაც. ვინაიდან, RCI-ში გაწევრიანებულია 4 000 000-ზე მეტი წევრი, მაგრამ თითო წვერი დაახლოებით 3-4 ადამიანისგან შედგება. ანუ ჩემი გაწევრიანების შემთხვევაში შემიძლია ჩემი ოჯახის 3-4 წევრი, დამოკიდებულია აპარტამენტის სიდიდეზე, წავიყვანო უცხოეთში დასასვენებლად, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 15 000 000 ადამიანი გაიგებს საქართველოს შესახებ და ესაა დამატებითი 15 000 000 აქტიური მომხმარებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა თემურ ბიწაძემ.

    RCI-ის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს იმის შესახებ თუ რატომ აირჩიეს საქართველო და „ალიანს ჯგუფი“ სათანამშრომლოდ.

    „სამ მნიშვნელოვან მიზეზს დავასახელებ, რაც ტურისტებს აღაფრთოვანებს საქართველოში: ხალხი გიღიმის, ხალხი გესაუბრება და ნახავ საოცარ კომბინაციას მთისა და ზღვის. ესაა ჩვენთვის ის ბაზარი, სადაც გვინდა ვიმუშაოთ და განვვითარდეთ“, - განაცხადა RCI-ის ვიცე პრეზიდენტმა დიმიტრის მანიკისმა. 

     

    RCI -ის განვითარების ხელმძღვანელმა სერგეი ეგოროვმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ქართულ სამზარეულოზეც გაამახვილა ყურადღება.
    „ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველო როგორ გადაიქცა პატარა ქვეყნიდან დაწინაურებულ ქვეყნად. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იზრდება საქართველო ტურიზმის ბაზარზე. თუ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, საქართველო უფრო პოპულარული ხდება ტურისტებისთვის. ჩვენ ვხედავთ ამ ქვეყნის უზარმაზარ პოტენციალს. ყოველთვის დიდი გამოწვევაა დაიწყო ბიზნესი ქვეყანაში, ჩვენ ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ გვყავს ისეთი სტრატეგიული პარტნიორი, როგორიცაა „ალიანს ჯგუფი“. ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობთ „ალიანს ჯგუფთან“ ერთად. ჩვენ ვხედავთ რამდენად ძლიერი და გამჭვირვალე კომპანიაა ბაზარზე. გამჭვირვალობა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა პარტნიორობისთვის“, - განაცხადა სერგეი ეგოროვმა. 

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები