მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  ივნისი  2016

    ივლისიდან ციხისძირში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Castello Mare გაიხსნება

    1 ივლისიდან, აჭარაში არსებულ განთავსების ობიექტებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი Castello Mare Hotel & Wellness Resort“ შემოუერთდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, სასტუმრო კომპლექსი ქ.ბათუმიდან 17 კმ მოშორებით ციხისძირში, მრავალფეროვანი მცენარეებით დაფარულ ქარაფზე მდებარეობს, რომელიც სიმაღლიდან ზღვას გადმოჰყურებს.

    კომპლექსში ამჟამად 82 საცხორებელი ნომერი, ასევე 1 ვილა 3 Delux და 1 საპრეზიდენტო აპარტამენტია წარმოდგენილი. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს სპა რეკრეაციულ ზონას სატრენაჟორო დარბაზით, დახურული და ღია ინფინიტი აუზით, ჰამამით, 6 სახის საუნით, ჯაკუზით, კოსმეტოლოგიის კაბინეტით, სილამაზის სალონითა და 100 მდე დასახელების გამაჯანსაღებელ-სამკურნალო პროცედურით. სასტუმროში ყველა ნომერი ზღვის ხედითაა და მათი ღირებულება იწყება 165$-დან. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის Castello Mare Hotel & Wellness Resort ავსტრიული საინვესტივიო ჯგუფის „Mosimmobilia Immobilien GmbH“ - ის ინვესტიციაა და პროექტის ჯამური ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

     


პარტნიორები