სიახლეები
-
27 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში, ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება და ის მომავალ წელს დასრულება.
თბილისის მერის, კახა კალაძის ვიდეომიმართვის მიხედვით, აღდგენითი ღონისძიებების დასაწყებად ყველაფერი მზად არის.
ლადო გუდიაშვილის მოედანზე 30-მდე შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, შენობებიდან 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
პროექტისთვის თბილისის მერიამ 50 მლნ ლარი გამოყო.
სამეგრელოში ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავებაზე მუშაობენ
ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და არსებული მარშრუტების გამრავალფეროვნება დაავალა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს.
მისი თქმით, რეგიონს აქვს ამოუწურავი ტურისტული პოტენციალი დაახალი მარშრუტები უნდა შეიქმნას.
„წარმატებულია მარტვილის კანიონი, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ინფრასტრუქტურა ასევე განვავითაროთ ბალდას კანიონზე, სადაც ბევრად საინტერესო მარშრუტია ტურისტებისთვის. ტურისტული მარშრუტების განვითარება მოხდება მუხურში, ხობის წლის ხეობაში, ასევე ინწრას და სქურის მიმართულებით. უკვე ვმუშაობთ აბაშაში წყემის მიმართულების განვითარებაზე, გარდა ამისა აბაშის შემოსასვლელში განთავსდება ე.წ. "რეგიონის კარიბჭე", სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად მოხდება საინფორმაციო ცენტრის განთავსება, რომელიც მიიღებს რეგიონში შემოსულ ტურისტებს და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციებს, აქ არსებული ღირსშესანიშნაობების და ტურისტული ობიექტების შესახებ" - განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მასშტაბური აქციის ჩატარება.ტეგები