სიახლეები
-
27 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ქობულეთში 200 მილიონიანი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება
ქობულეთში 200 მილიონიანი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია კრისტალ ბილდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ლომიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, არქიტექტურულ პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და აჭარის ეკონომიკის სამინისტროში მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადებაც შეტანილია.
ლომიძის განცხადებით, ნებართვის მისაღებად კომპანია პასუხს 15 მარტამდე ელოდება, რომლის შემდეგაც უშუალოდ სამშენებლო სამუშოებს დაიწყებს. მისი განცხადებით, პროექტს უნგრული სამშენებლო კომპანია განახორციელებს. მისი თქმით, ქართულ კომპანიებს არ აქვთ ის გამოცდილება, რომ ასეთი ღირებულების და მნიშვნელობის პროექტები განახოციელონ.
პროექტი 220 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება.ლომიძის ინფორმაციით,კომპლექსში ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ შემოდის. იგეგმება ასევე ფრანგული კაბარე „ლიდოს“ ან „მურენ რუჟის“ შემოყვანა.
კომპანიამ აღნიშნული ფართი რამდენიმე თვეა შეიძინა. პროექტში 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მისი დასრულება 42 თვეში იგეგმება. კომპანია კრისტალ ბილდინგის დამფუძნებელბი არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. მათ შორის, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან.
ტეგები