სიახლეები
-
26 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში, უწერის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თბილისის გლდანის რაიონში, მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის საფარის შეკეთების სამუშაოები ავჭალაში, უწერის ქუჩაზე დაიწყო. რეაბილიტაციის შედეგად, 3400 კვ.მ-მდე ფართობზე გზა განახლდება – მოეწყობა ბორდიური, ფეხით სავალი ბილიკები და ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო, უწერის მოსახლოებას შეხვდა და მათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“ქუჩის მცხოვრებლებს გზის პრობლემა მოუგვარდებათ. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, კეთილმოწყობის სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ვახორციელებთ “, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა.
საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდსოლუშენი“ ახორციელებს.
ტეგები