მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  თებერვალი  2018

    თბილისში, არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყობა

    ჩუღურეთის რაიონში,არაგვისპირელის N10-ში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი გაიხსნება.

    პროექტის ფარგლებში,320 მ2 ტერიტორიაზედაგეგმილია საბავშვო მოედნის მოწყობა, განათებებისა და საპარკე სკამების მონტაჟი. სავალი ბილიკები მოპირკეთდებადეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი,ლითონის ღობე მოეწყობა.

    ამ ეტაპზე,სკვერის დაგეგმარების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც,შესაბამისი ინფრასტრუქტურისმოწყობა დაიწყება. სკვერის მშენებლობა აპრილში დასრულდება.

    არაგვისპირელის ქუჩაზე ამ დრომდე, დასასვენებელი სივრცეარ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას საშუალება ექნება, მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერით ისარგებლოს.

    ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს„ტაო“ ახორციელებს. მიმდინარე წელს, რაიონში შვიდი ახალი სკვერის მოწყობა იგეგმება. 

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები