სიახლეები
-
26 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის საბურთალოს რაიონში, კერძოდ, დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩის №8, №8-ა და №8-ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოებში, დაახლოებით 4300 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები. საგზაო სამუშაოებისათვის 260 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად გაეცნო.
როგორც თბილისის მერი აცხადებს, გაზაფხულიდან მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, რომელიც დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონს მოიცავს.
“ჩემი აზრით, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილი დარჩება. ჩვენს მიერ დაანონსებული იყო აღმშენებლობის პროცესი და გაზაფხულიდან სწორედ ამ პროექტების განხორციელებას დავიწყებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, კახა კალაძე თავდადებულის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც დაახლოებით 4300 კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. თავდადებულის ქუჩა №14-ის მიმდებარედ, ამ დროისთვის სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.ტეგები