სიახლეები
-
23 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
თაბორის მთაზე გოლფის კლუბის პროექტს ივანიშვილი 60 მილიონით აფინანსებს
ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მიერ თაბორის მთაზე გოლფის კლუბის პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
„თანაინვესტირების ფონდის“ ინფორმაციით, გოლფის კლუბის პროექტის სავარაუდო ღირებულება $60 მილიონია, თუმცა მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, საინვესტიციო მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.
ფონდში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე დაწყებულია ტერიტორიის გამწვანების სამუშაოებიც.
„ეს არის საქართველოსთვის ახალი ტურისტული მიმართულება, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აქტიურ ტურიზმს. პროექტის მაღალი დონიდან გამომდინარე კი, შესაძლოა პროფესიონალი გოლფის მოთამაშეებიც მოვიზიდოთ საქართველოში, - აღნიშნავენ ფონდში.გარდა გოლფის მოყვარულებისა, იქნება დიდი რეკრეაციული ზონა თბილისთან ახლოს. ტერიტორიაზე აშენდება 2 შენობა სასტუმრო და გოლფ კლუბი. საუბარია 2 და 3 სართულიან შენობებზე.
კლუბის გახსნა 2018 წლის ბოლოს იგეგმება, თუმცა თარიღის გადაწევაც არ გამოირიცხება.ტეგები