მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  თებერვალი  2018

    შპს „აპტოსი“ თბილისში, ორხევის დასახლებაში საწარმოს ააშენებს

    სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში დახმარებით შპს „აპტოსი“ თბილისში, ორხევის დასახლებაში „მექანიკური ქარხნის“ მიმდებარედ ახალ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც კომპანიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.

    შპს „აპტოსი“ 1996 წლიდან აწარმოებს სახის და სხეულის კანის გადასაჭიმ ძაფებს, რაც წარმატებით გამოიყენება როგორც პლასტიკურ და ესტეტიკურ ქირურგიაში, ასევე დერმატო-კოსმეტოლოგიაში.

    ახალი საწარმოს აშენებით, კომპანია წარმოების თითქმის ყველა ეტაპს გერმანიიდან საქართველოში გადმოიტანს, რითიც შემცირდება საწარმოო ციკლის დრო და გაიზრდება წარმოების მოცულობა. „აპტოსი“ 2021 წლამდე აშშ-ს,ბრაზილიის, ავსტრალიის და ჩინეთის ბაზრებზე შესვლას პროგნოზირებს.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები