მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  თებერვალი  2018

    ავღანეთში, სამხედრო ბაზაზე ქართველმა სამხედროებმა ეკლესია ააშენეს

    ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის გერმანულ სამხედრო ბაზა “მარმალზე” მესამე ქვეითი ბრიგადის ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა “წმინდა გობრონის” სახელობის ეკლესია ააშენეს. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

    მშენებლობა ორი თვე, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლამდე გრძელდებოდა.

    “სალოცავის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ასეულის პირადმა შემადგენლობამ და ავღანეთში მყოფმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო კაპელანმა მამა გობრონმა ერთსულოვნად მიიღო. მოსაწყობად საჭირო დამხმარე მასალები ბაზაზე მყოფმა სხვა ეროვნების სამხედრო მოსამსახურეემაც მიაწოდეს. მშენებლობა და მოპირკეთება კი მთლიანად ქართველმა სამხედროებმა ითავეს” – ამბობენ თავდაცვის სამინისტროში.

    ავღანეთი, გერმანული სამხედრო ბაზა „მარმალი"

    ფოტო: თავდაცვის სამინისტრო


    ქვედანაყოფს საკუთარი სამხედრო მოძღვარი არ ჰყავს. ტაძარს საეკლესიო დღესასწაულებზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის კაპელანი სტუმრობს და ის აღავლენს წირვა-ლოცვას.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები