სიახლეები
-
21 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
$40 მილიონიანი კომპლექსი RIXOS TBILISI-ს გახსნის თარიღად 2018 წლის ბოლო დასახელდა
საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, „რიქსოსის“ სასტუმროში, რომელიც თავისუფლების მოედანთან გუდიაშვილის N3-ში შენდება, შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
მისი თქმით, რთული პროექტია, არის მუზეუმის ნაწილი და უამრავი ტექნიკური შეერთების მომენტი.
„გვერდზე არის დიდი კომპლექსი, ამიტომ მხოლოდ რიქსოსის გახსნას აზრი არ აქვს, უბანი ერთობლივად უნდა გაიხსნას“, - აღნიშნავს ის.
მისი თქმით, გახსნის ასეთ გაჭიანურებას არ ელოდნენ, თუმცა, ასეთი დონის პროექტისთვის ეს ნორმალურია.
იციკ მოშე სასტუმროს გახსნის ახალ თარიღს ასახელებს - 2018 წლის ბოლოს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ზემოთხსენებული უბნის გახსნას ეს მაინც ვერ დაემთხვევა და იმ დროისთვის მხოლოდ შავი სამუშაოები დასრულდება.
რაც შეეხება თავად პროექტს და ინვესტიციას, იციკ მოშე აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
$40 მილიონიანი მრავალფუნქციური კომპლექსის RIXOS TBILISI-ს გახსნა რამდენჯერმე გადავადდა. ბოლო გაცხადებული თარიღი კი არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივნისია.
ტეგები