მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  თებერვალი  2018

    ისრაელიდან ინვესტიციით თბილისში Art Hotel-ის მშენებლობა დაიწყო

    საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის წევრი კომპანია ძველ თბილისში სასტუმროს აშენებს, რაშიც 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, - აცხადებს GBC-სთან საუბარში პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე.

    მისი თქმით, სასტუმრო მოიცავს ფეშენებელურ ნომრებს, არტ კაფეებს და რესტორნებს.

    "სასტუმრო არქიტექტურულად მორგებულია ისტორიულ უბანს, ხოლო მისი ფასადი ასახავს უბნის ეთნოგრაფიულ რეალობას - მასზე გამოსახული იქნება ნაციონალური ორნამენტებიანი ხალიჩა“, - აცხადებს ბიზნესმენი და აღნიშნავს, რომ Art Hotel-ის სახით მალე თბილისს კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა შეემატება, საიდანაც ხელის გულზე ჩანს ისტორიული და ახალი თბილისის ხედები.

    სასტუმროს მშენებლობა ორ წელში დასრულდება.



    იციკ მოშე აღნიშნავს, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა წლებია მუშაობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე ისრაელიდან. მისი ეგიდით უკვე შემოსულია 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

    მისი თქმით, ბიზნეს პალატის წევრმა კომპანიამ "ისრ კომ" თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ააშენა ბუტიკ ჰოტელი, რომელიც ეძღვნება ვეფხისტყაოსანსა და რუსთველის ეპოქას.

    "ამ სასტუმროში განხორციელდა 3,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია. სასტუმრო უცხოელ ვიზიტორებს აცნობს საქართველოს კულტურას, რუსთველის ეპოქასა და მის უკვდავ ვეფხისტყაოსანს, - აღნიშნავს ბიზნეს პალატის პრეზიდენტი.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები