მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  თებერვალი  2018

    თბილისის გენგეგმა ერთ კვირაში მზად იქნება

    „26 თებერვალს თბილისის გენგეგმა წარმოდგენილი გვექნება“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ გენგეგმის თანაავტორმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა.


    თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს რამდენიმე დღეში ხარვეზების გამოსასწორებლად მერიის მიერ დაწესებული ვადა ეწურება. როგორც აღმოჩნდა კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველო“ მერიას ქალაქის გენგეგის შესწორებულ ვერსიას რამდენიმე დღეში წარუდგენს.


    როგორც ბოლქვაძე აცხადებს, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა რამდენიმე დეტალზე არსებული ხარვეზები უკვე გამოასწორა.


    „მერიამ ხარვეზების გამოსწორება გვთხოვა და დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გენგეგმას 26 თებერვალს გაწერილ ვადაში ჩავაბარებთ.

     

    რაც შეეხება ხარვეზებს, ის კონკრეტულ ზონასთან დაკავშირებულ განმარტებებს შეეხო. ჩვენ ყველაფერი დავასაბუთეთ და თავი ერთად მოვუყარეთ“, - აღნიშნა ბოლქვაძემ.



    „კომერსანტის“ კითხვაზე, იყო თუ არა გარკვეული სახის დეტალი რისი გამოსწორებაც გართულდა? გენგეგმის თანაავტორი გვპასუხობს, რომ „მსგავსი დეტალი არ ყოფილა. ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან გვაქვს ურთიერთობა და დროის ფაქტორიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. პასუხი ყველაფერზე გვაქვს“, - განმარტა „კომერსანტთან“ ბოლქვაძემ.



    რაც შეეხება იმ ჯარიმას, რომელიც მერიამ კომპანიას დაუწესა მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ დეტალურად მას ამ თემაზე საუბარი არ შეუძლია, რადგან კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.

    2017 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი გარკვეული სახის ხარვეზების აღმოჩენის გამო ორჯერ დააჯარიმა. პირველად 5 600-ლარიანი ჯარიმა დაერიცხა, ხოლო მეორედ თანხის ოდენობამ 140 ათასი ლარი შეადგინა.

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო.

    პირობის თანახმად, გენგეგმის ჯგუფს თანხა ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, ტრანშებად უნდა გადარიცხვოდა. დასრულებული გეგმა კი ქალაქის ჯერ კიდევ ძველ მთავრობას აპრილში უნდა დაემტკიცებინა. თუმცა, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები