სიახლეები
-
საქართველოში 708 სასტუმრო, 698 საოჯახო სასტუმო და 399 სასტუმრო სახლი ფუნქციონირებს
საქართველოში 708 სასტუმრო, 698 საოჯახო სასტუმო, 399 სასტუმრო სახლი და 153 სხვა კატეგორიის განთავსების ობიექტი ფუნქციონირებს. სულ 1 958 განთავსების ობიექტი.
2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ობიექტები 66 078 საწოლზეა გათვლილი. რეგიონებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისზე მოდის, სადაც მთლიანად საქართველოში არსებული განთავსების ობიექტების 22%-ია განთავსებული.
განთავსების ობიექტების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სადაც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული განთავსების ობიექტების 17.9%-ი მდებარეობს. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, აქ ობიექტების 13,6%-ია განლაგებული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსების ადგილებში არსებული 66 ათას 78 საწოლიდან ყველაზე მეტი თბილისსა (27.3%) და აჭარაზე (18.4%) მოდის.სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვითვე, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული განთავსების ობიექტებიდან 36%-ი სასტუმროებზე მოდის.


ტეგები




