სიახლეები
-
16 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ხულო-ზარზმის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა აპრილში დაიწყება
ხულო- ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობა არაერთხელ დაანონსდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი „აიპრესთნ“ აცხადებს, სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
შეგახსენებთ უკვე მეოთხე დღეა ხულო-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია, მიზეზი რამდენიმე დღის წინ განვითარებული მეწყერია, სადაც ჩამოსულმა მიწის მასამ გზის 92 კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ჩახერგა, რამაც გადაადგილება შეაფერხა. მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს, სადაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.
"აიპრესი" დაინტერესდა აღნიშნული მეწყერი მაგისტრალის მშენებლობას ხელს ხომ არ შეუშლიდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ განაცხადა, ეს მაგისტრალის მშენებლობას ვერ შეაფერხებს და სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
"ამ კუთხით პრობლემა არ გვაქვს, ეს ჩემი ვარაუდია, სპეციალისტები თვის დასკვნას დადებენ, თუმცა მიმაჩნია, რომ გზის გაფართოებას აღნიშნული მეწყერი პრობლემას არ შეუქმნის. თუ საჭირო გახდება დამატებითი ჩარევა, ესტაკადას მოაწყობენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მარტის ბოლოს ხელშეკრულებაზე მოეწერება ხელი და შემდგომში უკვე აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება სამუშაოები",-განაცხადა "აიპრესთან" ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა მელაძემ.ტეგები