სიახლეები
-
თემქაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში დასრულდება
თემქაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სპორტული კომპლექსი ყველა ასაკის ადამიანზე იქნება მორგებული. ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
„თემქა მჭიდრო დასახლებაა და აქ მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა, პატარების მოყვანა, ყველა ასაკისთვის არის განსაზღვრული ეს სპორტული კომპლექსი.
ასევე შშმ პირებისთვის არის ცალკე მიმართულება, შეუძლიათ მობრძანდნენ და გამოიყენონ ეს კომპლექსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება 2 მილიონზე მეტი ჯდება.
კალაძე აქვე დასძენს: „ჩემს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო, ყველა რაიონში სპორტული კომპლექსების მშენებლობა და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ“.ტეგები