სიახლეები
-
16 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ბაკურიანსა და თბილისში ახალი სასტუმროების მშენებლობა იწყება
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში თბილისსა და ბაკურიანში ახალი სასტუმროები აშენდება. 2018 წლის 29 იანვარს პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ორი უძრავი ქონება 5 506 000 ლარად გაყიდა.
თბილისში სასტუმროს კომპანია „ამერი დეველოპმენტი“ ააშენებს. ამ მიზნით კომპანიამ ოთარ ჭილაძის ქუჩა N9 მდებარე 3668.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3,8 მლნ ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვეში არანაკლებ 80 ნომერზე გათვლილი სასტუმრო და თანმდევი ინფრასტრუქტურა ააშენოს. პროექტის განხორციელებაში „ამერი დეველოპმენტს“ სულ მცირე 10 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.რაც შეეხება, დაბა ბაკურიანს, პროექტის განსახორციელებლად კომპანია „ვერტექსმა“ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე შეიძინა, რაშიც 18 თვის განმავლობაში 1 მლნ 706 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განაშენიანება მოახდინოს და სასტუმროს კომპლექსი ააშენოს. აუქციონის პირობების მიხედვითვე, „ვერტექსმა“ პროექტში სულ მცირე 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ წარმატებით მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.ტეგები