სიახლეები
-
12 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ქობულეთში სასტუმრო კრისტალ ბილდინგის მშენებლობის დაწყებას პროტესტი მოჰყვა
ქობულეთის ფიჭვნარში, კომპანია "კრისტალ ბილდინგმის" მიერ სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს.
კომპანიამ ნაყიდი ტერიტორიის მიმდებარედ მიწის ნაკვეთიც შემოღობა, რაც ადგილობრივებისთვის პრობლემატური აღმოჩნდა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ სასტუმრო სანაპიროზე გადასასვლელ ტერიტორიას გადაკეტავს, რაც ადგილობრივებსა და ტურისტებს დისკომფორტს შეუქმნის.
" კომპანიამ დარჩენილი პარკის ნაწილიც შემოიღობა. ზღვისპირა ქალაქი პარკით და ბულვარით ფასობს, ჩვენ კი აღარც პარკი გვრჩება და აღარც ზღვაზე გადასასვლელი. გამოდის, მხოლოდ იმ ადამიანებზე ვზრუნავთ, ვინც სასტუმროში უნდა დაისვენოს. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენთან ჩამოსულმა დამსვენებელმა 300 კილომეტრი უნდა გაიაროს, რომ ზღვაში ჩავიდეს?, ხელისუფლება ჩვენს უფლებებს არღვევს. წარმოუდგენელია, ყველაფერი შემოღობო და აქ მცხოვრებ ადამიანებს პარკში ყოფნის უფლება არ მისცე“, – ციტირებს batumelebi ქობულეთის მცხოვრებს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მერაბ ბასილიძეს.
Ipress-ის ცნობით, "კრისტალ ჰოლდინგში" განმარტავენ, რომ ღობე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით კეთდება და აღნიშნული ტერიტორიის მითვისებას არ გეგმავენ.
შეგახსენებთ, "კრისტალ ბილდინგმა" 200 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაში 200 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება დაანონსა.ტეგები