სიახლეები
-
ლიდერფუდმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო გახსნა
„საწარმო, რომელიც დღეს გავხსენით, რეალურად არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ მუშაობს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და რამდენად კარგი შედეგების მიღწევა შეიძლება ამ მიმართულებით“ – ეს განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა კომპანია „ლიდერფუდის“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.
საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით აამოქმედა, სესხის ოდენობა, რომლის პროცენტის თანადაფინანსებაც ხდება 0.5 მლნ ლარზე მეტია. სულ პროექტში 22 მილიონი ჩაიდო.
საწარმო 5600 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართს იკავებს და აღჭურვილია ფუახლესი ტექნოლოგიებით.
კომპანია, გაზრდილი საწარმოო შესაძლებლობიდან გამომდინარე, გეგმავს გაზარდოს ადგილობრივი, ქართული ხორცის წილი წარმოებაში, რაც ქართველი ფერმერების საქმიანობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.ტეგები