მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  თებერვალი  2018

    მახსოვს ვიწრო გასასვლელი ზღვამდე, სილიანი პლაჟი და საოცარი ზღვა ,,სოხუმი"

    მახსოვს ვიწრო გასასვლელი ზღვამდე, სილიანი პლაჟი და მერე საოცარი ზღვა, მის მერე რომ ვეძებ იმ ზღვას, იმ განცდებს, რომელიც ბავშვობაში ჩამრჩა და იმ სოხუმში.

    თვითონ სოხუმი არ მახსოვს, საერთოდ ვერ ვიღდგენ გონებაში, მხოლოდ ოთახი სადაც ვცხოვრობდით და ზღვისკენ ვიწრო გასასვლელიანი ადგილი.
    ადგილს, სადაც ჩვენ ცვხოვრობდით, კელასური ერქვა
     


     

    ბაბუაჩემის ძმა, რომელიც გეოლოგი იყო და იქ მოღვაწეობდა ზაფხულობით გვმასპინძლობდა ხოლმე, თვითონ კი კვირაში ერთხელ თუ ჩამოირბენდა სახლში მანდარინებით და ლიმონებით დახუნძლული.
     




    როდის დავკარგეთ სოხუმი? ამ კითხვის პასუხად სულ მახსენდება დეიდაჩემის მოყოლილი ამბავი, ხშირად იხსენებს ქართულად ვერ დაილაპარაკებდიო, რუსების გარდა იქაურებიც არ საუბრობდნენ მშობლიურ ენაზეო, ქართულად რომ მიუმართავს მაღაზიის ნოქრისათვის თავიდან ყურადღება არც მიუქცევია, შემდეგ უპასუხია, ვის უნდა თქვენი ძაღლების ენაო. აი მაშინ დაგვიკარგავს აფხაზეთი. ძველი ქართული ფილმი მახსენდება ,,მდგმურები". მასპინძელს, რომ აღარ დაედგომება საკუთარ სახლში.
     


    ამ ბოლო დროს კი დავაკვირდი, რომ უკვე კარგა ხანია აღარ ვლაპარაკობთ სოხუმზე აღარც გვენატრება, აღარც გვაგონდება. ჩვენთვის ის, უკვე სადღაც, შორს დარჩა, სადაც ჩვენთვის უცხო ადამინები ცხოვრობენ, რომელიც ნახევრად დანგრეული და ნაომარი ქალაქის იერითაა ისევ. იქამდე კი გადასალახი ბარიერია- ხიდი რუსის ჯარისკაცებით.
    მეგობარი მყავს აფხაზეთიდან და მინდა ვკითხო, რომ დააბრუნონ სოხუმში, თუ მიატოვებს თბილისში აწყობილ ცხოვრებას და თუ წავა? მართლა არ ვიცი რას მიპასუხებს.

    ყველა ჩვენგანის საოჯახო ალბომში ძველ გახუმებულ ფოტოებზეა სოხუმი ჩვენი გაღიმებული სახეებით, ინტერნეტშიც ასეთები ვიპოვე , თანაც ყველას ხომ იმ ძველის ნოსტალგია გვჭირს
     

     

     

     

    სტატიის ავტორი   http://irianno.blogspot.com

    ტეგები


პარტნიორები