სიახლეები
-
12 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ბათუმში ორსართულიანი სახლი 30 კვადრატ ფართობზე შენდება
ძველ ბათუმში, კოსტავას ქუჩა #22-ში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი 30 კვადრატულ მეტრ ფართობზე შენდება. ინფორმაციას batumelebi ავრცელებს.
მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 26 სექტემბერსაა გაცემული ბათუმის მერიის მიერ. სახლის მშენებლობა 25 მაისამდე უნდა დასრულდეს.
მშენებლობაზე დასაქმებულები ადასტურებენ, რომ მცირე ფართზე ნამდვილად საცხოვრებული კორპუსის აშენებაა დაგეგმილი.
კოსტავას 22-ში არსებული ფართობი შპს „საოჯახო სასტუმრო ძველი ბათუმის“ საკუთრებაა. როგორც ამ ჯგუფის წარმომადგენელმა განმარტა, მშენებლობა წესების სრული დაცვით მიმდინარეობს და ახალი ნაგებობა ძველი ბათუმის ურბანულ სივრცეში ჩაჯდება.ტეგები