მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  თებერვალი  2018

    ანაკლიასა და ურეკში წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო

    საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკურორტო ზონებში - ანაკლიასა და ურეკში წყალარინების (კანალიზაციის) ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

    სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა 2 გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლებს, ბიოლოგიური ციკლის დაცვით (აზოტისა და ფოსფორის ელემენტების მოცილების ჩათვლით) გაწმენდს.

    ბიოლოგიური მეთოდით გაწმენდილი წყალი, თანხვედრაშია გარემოს დაცვითი რეგლამენტის მოთხოვნებთან, შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

    ანაკლიასა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მიმდინარე მშენებლობის საერთო ღირებულება 34 458 437 ლარია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.

     

     

    ტეგები


პარტნიორები