სიახლეები
-
15 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
დიღმის მასივში არსებულ სკვერს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება
თარაშ შურღაიას შუამდგომლობით დიღმის მასივში არსებულ სკვერს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის (დიღმის მასივი) მაჟორიტარი დეპუტატის თარაშ შურღაიას შუამდგომლობით, დედაქალაქის მერიის მიერ პროექტი მომზადდა, რომლის საფუძველზეც დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, კერძოდ, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
სამუშაოების ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ სკვერში ძველის ნაცვლად ახალი ატრაქციონები დამონტაჟდება.
აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება აცხადებს: თბილისის საკრებულო თამარ შურღაია