სიახლეები
-
ჟვანიას ქუჩაზე დაღუპულ მუშას მუშაობა რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა
თბილისში, ნინო ჟვანიას #10-ში მშენებარე კორპუსიდან გადავარდნილი და გარდაცვლილი მუშა 26 წლის იყო და მას მუშაობა რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა.
შემთხვევის ადგილას უკვე მივიდა გარდაცვლილის დედა. ცხედარი ჯერჯერობით ექსპერტიზის ბიუროში არ გადაუსვენებიათ. ის მშენებარე კორპუსის აივნიდან გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.






